
„ჰაიტის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა. ქვეყანაში არსებული 10 საავადმყოფოდან 6 არასტაბილურად ფუნქციონირებს,“ - განაცხადა გაეროს ბავშვთა სააგენტო Unicef-მა.
”ძალადობის, მასობრივი გადაადგილების, ეპიდემიებისა და არასრულფასოვანი კვების მზარდმა მასშტაბმა ჰაიტის ჯანდაცვის სისტემა დაარღვია. ასევე პრობლემაა მომარაგების ჯაჭვების შეზღუდვა. შეიარაღებული ბანდები კვლავ აკონტროლებენ ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის დიდ ნაწილს და მილიონობით ბავშვი დაავადებისა და არასწორი კვების საფრთხის წინაშეა,” - თქვა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში Unicef-ის წარმომადგენელმა ბრუნო მაესმა.
Unicef-ის განცხადებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში დაახლოებით 4,4 მილიონ ადამიანს საკვებით სასწრაფო მომარაგება სჭირდება, ხოლო 1,6 მილიონი ადამიანი სასურსათო დაუცველობის მწვავე პრობლემის წინაშეა.
როგორც BBC-ი წერს, პორტ-ო-პრენსის საერთაშორისო აეროპორტი, თითქმის სამთვიანი დახურვის შემდეგ, მიმდინარე კვირის დასაწყისში გაიხსნა, თუმცა, ამჟამად შეზღუდულად და ხარვეზებით მუშაობს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დედაქალაქში, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებით სავსე კონტეინერები, ასევე ბევრი საწყობი და აფთიაქი გაძარცვულია.
„ბავშვები და ჩვილები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულთა ბანაკებში ცხოვრობენ, განსაკუთრებით დაუცველები არიან არაჰიგიენური გარემოსა და წყლით გავრცელებული დაავადებების, ასევე მალარიის, მიმართ,“ - განუცხადა BBC-ს გაეროს წარმომადგენელმა
0
0