ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIDH) და მისმა პარტნიორებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას ექვსი რუსი ჩინოვნიკისა და ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერის გაცემა სთხოვეს. მათ ბრალი ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში.
სიაში შედიან რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ალექსეი გრომოვი, ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი, RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, „როსია სეგოდნია“ მედია ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი კისელიოვი და წამყვანი სერგეი მარდანი.
”ისინი ყველა მონაწილეობდა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიაში, წაახალისებდა და მხარს უჭერდა რუსეთის ომის დანაშაულებებსა და სხვა სისასტიკეებს”, - ნათქვამია მოხსენებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან „უკრაინის განადგურებისა და უკრაინელების წინააღმდეგ რეპრესიებისკენ მოწოდებები რეგულარულად ისმის რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით, რადიოში და სოციალურ ქსელებში“.
ბრალდების წასაყენებლად FIDH-მა გააანალიზა ექვსი ოფიციალური პირისა და პროპაგანდისტის განცხადებების ორი ათასზე მეტი ვიდეო რგოლი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 24 თებერვლამდე. ნათქვამია, რომ 300-ზე მეტი განცხადება წარმოადგენს სიძულვილის ენას, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს წარმოადგენს.
0
0