17/03/2023
19:44
მსოფლიო
.jpg )
სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეებმა ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცეს “სავარაუდო ომის დანაშაულის გამო” - ამის შესახებ “გარდიანი” წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინის გარდა, დაპატიმრების ორდერი გასცა ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას მიმართაც, რომელსაც უკრაინელი ბავშვების "უკანონო დეპორტაცია" ედება ბრალად.
სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა შეაფასეს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში", აღნიშნავს "გარდიანი".
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მოსამართლეებმა განიხილეს საკითხი, რომ ორდერის გაცემა საჯარო არ გამხდარიყო, თუმცა, “გარდიანისვე” ინფორმაციით, ორდერის გასაჯაროება გადაწყდა - „დანაშაულთა შემდგომი ჩადენის პრევენციის მიზნით".
/ინფორმაცია განახლდება/
0
0