14/12/2024
00:14
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი „უკანასკნელი თაობის" აქტივისტების მიერ ძეგლის საღებავით მოთხუპვნას, მათ მიერ გზების გადაკეტვას და აქტივისტებზე ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობით თავდასხმას გამოეხმაურა.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მკაცრად დაისჯებიან ისეთი „იდიოტური" ქმედების მონაწილეები, როგორიცაა ძეგლების საღებავით მოსვრა ან ცეცხლსაქრობით თავდასხმა. მან ასევე აღნიშნა, რომ გზების გადაკეტვა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებით, არღვევს სხვა მოქალაქეების უფლებებს, შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად.
დონალდ ტუსკის კომენტარი „ბოლო თაობის" აქტივისტებისგან „ვარშავის ქალთევზას" საღებავით მოსვრას, მათ მიერ გზების ბლოკირებას, მათზე ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობით თავდასხმას და აქტივისტების მიერ გზების ფართომასშტაბიანი ბლოკირების დაანონსებას მოჰყვა.
„ბოლო თაობის" აქტივისტების მიერ „ვარშავის ქალთევზას" საღებავით მოსვრა პოლონელების ფართო კრიტიკის საგნად იქცა, ინტერნეტში სახელგანთქმული მარიანა შრაიბერი კი მათ ერთ-ერთ ოფისში მივიდა, „ეკოლოგ-ტერორისტებს" ფხვნილოვანი ცეცხლსაქრობით დაესხა თავს და ვიდეო X-ზე ატვირთა.
გზების ბლოკირებაზე კომენტარის გაკეთებისას ტუსკმა გაიხსენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გზის ჩაკეტვას სხვა მოქალაქეების უფლებების დარღვევად მიიჩნევს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც დანაშაული. მან აქტივისტებს შემდგომი ისეთი ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა, რაც, მისი აზრით, არ შეუწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას და დაპირისპირებას გაამწვავებს.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა არაერთხელ გააკრიტიკა „ბოლო თაობის" მიერ გამოყენებული მეთოდები. წინა საპროტესტო აქციების დროს მან მოითხოვა მკაცრი რეაგირება მსგავს ქმედებებზე. მისი ბოლო განცხადება ცხადყოფს, რომ მთავრობა არ აპირებს შემწყნარებლური დამოკიდებულებით განეწყოს განსხვავებული აზრის გამოხატვის მსგავსი ფორმების მიმართ.
0
0