29/12/2024
07:44
პოლიტიკა
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული.
ამის შესახებ შაიშმელაშვილმა TV პირველის ეთერში ნოდარ მელაძესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული, იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც უნდა ვყოფილიყავით და გვითხრეს, რომ ანდრია ჯაღმაიძესთან არის შეთანხმებული სიტუაცია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს. [შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ბედოიძემ] თქვა პირადად, რომ ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა. [...] ჩვენმა ქვედანაყოფებმა როცა მოახერხეს მისვლა, ხალხი უკვე ნაცემი იყო, სამწუხაროდ" - ამბობს შაიშმელაშვილი.
პოლიციის პოლკოვნიკმა შაიშმელაშვილმა საქართველო ოჯახთან ერთად რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მან პატაკი შს მინისტრს 3 დეკემბერს ჩააბარა.
0
0