04/09/2023
14:27
პოლიტიკა
თელავში გვინდა, რომ ავაშენოთ ახალი აეროპორტი. მშენებლობას, პროექტირებას წელსვე დავიწყებთ და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა დაახლოებით 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ თელავში ისტორიული აეროდრომი იყო და გვინდა, რომ ამ ადგილას ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი. მშენებლობას, პროექტირებას წელსვე დავიწყებთ და მინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა 2024 წლის მაის-ივნისში მიიღოს დაახლოებით. პროექტისთვის გამოყოფილია 25-30 მილიონი ლარი. ჩვენ სრულად განვაახლებთ [აეროპორტს]. 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები. შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს. ეს ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის მიმართულებით, მესტია, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების განვითარება. ამ მიზნით მთავრობა რამდენიმე წელია ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მიმართულებას. ჯამში ქვეყანაში იქნება 6 თანამედროვე აეროპორტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0