ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და შოკისმომგვრელს უწოდებს.
"მე მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას.
ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ამ მიუღებელი ინციდენტის შესახებ.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია", - წერს ბორელი პლატფორმა X-ზე.
ცნობისთვის, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია ათეულობით პირი. ისრაელის ცნობით, რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ და პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს. ბრალდებებს „ჰეზბოლა“ უარყოფს.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026