
საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ერთ-ერთი ფეხბურთელი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მწვრთნელი, პაატა დოგრაშვილი ქალ მოთამაშეებს სექსუალურად ავიწროებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
სასამართლომ საქმეზე 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბისა და მისი მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან.
„გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდები. გვავიწროებდა სექსუალურადაც, ფსიქოლოგიურადაც. იყო ფაქტები გასახდელში უნებართვოდ შემოსვლები. ფსიქოლოგიური ზეწოლები, გვექცეოდა ცუდად, შეურაცხყოფას გვაყენებდა სიტყვიერად. თამაშებზე გასულს ცუდ სიტყვებს გვეძახდა ამდენ ხალხში და ასე შემდეგ. მაშინ ვიყავით ძალიან პატარები, როდესაც ასეთი რაღაცები ხდებოდა. გრძელდებოდა დიდობაშიც, მაგრამ იმდენად პატარები ვიყავით და იმდენად არ ვიცოდით ჩვენი უფლებები როგორ დაგვეცვა, ვერ ვიღებდით ხმას“, - ამბობს ანა ჯანელიძე, საფეხბურთო კლუბ "მართვეს" წევრი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ქალთა საფეხბურთო კლუბის "მართვე" მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა.
მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებლად და მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით დაეკისრა.
0
0