-share.jpg)
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ქალთა საფეხბურთო კლუბის "მართვე" მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა.
მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებლად და მორალური ზიანის ანაზღაურება 36,000 ლარის ოდენობით დაეკისრა.
"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა პრეცედენტული გადაწყვეტილება და სექსუალური შევიწროება დაადგინა ქალთა საფეხბურთო კლუბის "მართვე" და მწვრთნელის პაატა დოგრაშვილის მხრიდან, 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ.
ეს არის პირველი სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი, ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებლად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება" - წერს “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR).
0
0
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
22/08/2025