02/11/2022
12:43
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას დაჭერით ეს ამბავი არ დამთავრდება, ყველას დაიჭერენ ვინც ამ სისტემას დაუპირისპირდება - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
„ნიკა გვარამია მნიშვნელოვანი ფაქტორია. 12 პუნქტიდან ერთ-ერთი, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია გარემო უნდა იყოს, ჩაწერილი იყო გვარამიას და იმის გამო, რომ სხვა მედია საშუალებების მფლობელების მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და სასამართლოები.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს 12 რეკომენდაციის შესრულებას. რა არის გასაკეთებელი? გარდა დიდი გაერთიანებისა ოპოზიციურ ფლანგზე სხვა გზა არ არსებობს, რომ „ოცნება“ დამარცხდეს ან უკან დაიხიოს. სხვა რესურსი და სხვა ბერკეტი არ არსებობს.
ნიკა გვარამიას დაჭერით ეს ამბავი არ დამთავრდება. ყველას დაიჭერენ, ვინც ამ სისტემას დაუპირისპირდება და საფრთხეს შეუქმნის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
0
0