არცერთი ოპოზიციური პარტია და ლიდერი დამოუკიდებელი არ არის - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ისინი სხვის ინტერესებს ემსახურებიან .
„ჩვენდა სამწუხაროდ, არცერთი ოპოზიციური პარტია დამოუკიდებელი არ არის. ისინი ემსახურებიან სხვების ინტერესებს. ოპოზიცია არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. ე.წ. გაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. ისინი ებრძვიან ქართველი ხალხის ინტერესებს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.
რაც შეეხება ოპოზიციის ტაქტიკას, ღარიბაშვილის შეფასებითვე, მმართველ გუნდს აქვს კონკრეტული ფაქტია და მტკიცებულება, რომ ოპოზიციური ძალები დამოუკიდებლები არ არიან.
„რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი და ერთიანი, ამის კონკრეტული მტკიცებულებები გვაქვს. გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. გვარამია არის დამოუკიდებელი და ცალკე მოთამაშე თუ მამუკა ხაზარაძე? ბანდიტი და სააკაშვილის მოროდიორი. ნიკა მელია? ხაბეიშვილი თუ ვინ? რომელი ოპოზიციონერი არის დღეს დამოუკიდებელი? არცერთი არ ატარებს საკუთარ პოლიტიკას“, - დასძინა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის 10 რეგიონში 100-დღიანი წინასაარჩევნო ტურნე დააანონსა.
0
0