
გასულ კვირას ჩვენ თბილისში ვუმასპინძლეთ ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროკომისიის მხრიდან მსგავსი რამ არ გაჟღერებულა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს. კითხვა Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას ეხებოდა.
მისი თქმით, ევროკომისია ინტენსიურად მუშაობს ანგარიშის მომზადებაზე.
„ისინი გვაწოდებდნენ ინფორმაციას, რომ ევროკომისია ინტენსიურად მუშაობს ანგარიშის მომზადებაზე და სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლომდე ანგარიში გამოქვეყნდება. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირისა და ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან, თუმცა რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია, საკმაოდ ისეთი პროცესია, რომელშიც საჭიროა მრავალი ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროებიდან. აქედან გამომდინარე, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დროში გაწელვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
Politico-ს ცნობით, ევროკომისიამ შესაძლოა, გადადოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რაც წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.
0
0