
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. როგორც ირკვევა, დაღუპული 15 წლისაა და თორნიკე ჩხარტიშვილია.
ამ დროისთვის, დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ, ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.
“მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.” - აცხადებენ შსს-ში.
ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.
0
0