-share.jpg)
ამ დრომდე ეძებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯირში, მეწყერში მოყოლილ მოზარდს, - ამის შესახებ "სფეისნიუსს" ადგილობრივებმა აცნობეს.
"ამ დრომდე ვეძებთ მეოთხე კლასელს, 11 წლის ბავშვს, რომელიც მეწყერში მოყვა. იმედია, ცოცხალია ", - ამბობენ ადგილობრივები.
ამ დრომდე რთული ვითარებაა ლანჩხუთში, სადაც მეწყერმა საცხოვრებელი სახლები წაიღო.
ასევე, სტიქიის ზონაში ეძებენ მეოთხე კლასელს.
ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონში პრობლემები შექმნა. რამდენიმე სოფელში წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა.
ლანჩხუთში მეწყრული პროცესების შედეგად, ათამდე სახლი გარესამყაროს მოწყდა.
“მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.” - აცხადებენ შსს-ში.
ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.
0
0