17/03/2023
18:37
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის წევრი გურამ ოქროპირიძე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის გაწვევა სახელმწიფოს მხრიდან ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იყო:
„ბოლო ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ნებისმიერმა პოლიტიკურმა აქტორმა გადაწყვეტილება საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს და ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება. ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას კი მინდა ვუთხრა, რომ დასავლურ ღირებულებებზე მორალური ტრიბუნიდან არ უნდა ისაუბრონ, რადგან ადამიანის თითქმის ყველა ფუნდამენტური უფლება, რომლებიც დასავლურ სამყაროს აერთიანებს, ფეხქვეშ გათელეს თავის დროზე. აქვე მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს. ამ ადამიანებს უბრალოდ ვეტყოდი, გადახედეთ საქართველოს ისტორიის უკანასკნელ ორ საუკუნეს და ძალიან მარტივად გაარჩევთ, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი კონსერვატიულ ღირებულებებს არის ამოფარებული“, - განაცხადა გურამ
ოქროპირიძემ.
0
0