გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო
A-
+A

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაშია გადაცდომის ფაქტები, მაგრამ მთავარია, რომ იყოს კანონის უზენაესობა და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს.
„რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა სახელმწიფოს რეაგირება ასეთი ტიპის ქმედებაზე იყო მყისიერი.
ყველა ქვეყანაშია გადაცდომის ფაქტები, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთში საერთოდ დაიხოცნენ ადამიანები აქციის დარბევის დროს და ა.შ. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ კანონის უზენაესობა იყოს და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს. ეს არის ზუსტად იმის მამტკიცებელი, რომ დღეს აღარაფერი აქვთ სათქმელი და ახლა ეძებენ ხავსს, იქნებ რამეს ჩაეჭიდონ, თუმცა ესეც აღარ გააჩნიათ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0
276
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
14/07/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%