
ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტს ეხმაურება.
"ეს ვიზიტი და ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა შტატებში ვიზიტის შემდეგ, გვაძლევს იმედს, რომ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და მოხდება სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვა. როგორც მინიმუმ, ამერიკის მხრიდან აღარ ისმის უსამართლო განცხადებები საქართველოს მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ვიზიტების შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ პარტნიორული ურთიერთობები ნორმალიზდება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ვის შეხვდა სუს-ის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში და რა იყო განხილვის თემა - საკითხი ოპოზიციის მხრიდან გააქტიურდა. ამბობენ, რომ მამუკა მდინარაძე შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორს ტულსი გაბარდს შეხვდა.
სუს-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
0
0