
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევრობიუროკრატიის მუქარას არ უნდა დაექვემდებაროს.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, საქართველომ გარკვეული პირობები დაიცვა და უვიზო მიმოსვლა ამიტომ მიიღო.
„მაგალითად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება თუ სჭირდება, ქვეყანამ უნდა დააკანონოს კაცების ქორწინება, სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს და სუვერენიტეტის სულ მცირე, 80 პროცენტი ბრიუსელს უნდა გადასცეს. ბრიუსელს თუ გადაეცი სუვერენიტეტი, ომი დაიწყო და ქვეყანა თავზე ჩამოგექცა, კაცები გაგითხოვდნენ, მაშინ ვიზა ევროკავშირში ვის რაღად სჭირდება? არადა, ეს ყველაფერი რასაც ვსაუბრობ, მონაგონი კი არ არის, ევროპარლამენტის რეზოლუციებში პირდაპირ წერია მოთხოვნებად.
იმედია, ვიღაცებს გონიერება ეყოფათ, რომ უვიზო მიმოსვლის გაუქმება მთლიანად არ მოახდინონ, რადგან უვიზო მიმოსვლის მიღება იმით არ მომხდარა, რომ ჩვენ აქ ომის დაწყებას და ლგბტ პროპაგანდის გავრცელებას გვთხოვენ. ჩვენ გარკვეული პირობები დავიცავით და უვიზო მიმოსვლა ამიტომ მივიღეთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0