
2 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, თავდადებული მამულიშვილის გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის.
„დღეს ტკივილით, და ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ ქართული ხასიათის საუკეთესო გამოვლინებას, გამოხატულს მის დაუვიწყარ სიტყვებში - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!
გურამ გაბესკირიას სახელი სამშობლოს ერთგულების, შეუდრეკელობისა და მებრძოლი სულის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისთვის და მომავალი თაობებისთვის.
დიდება ჩვენს გმირებს!”, - აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა
გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გახდა სოხუმის მერი, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
0
0