21/04/2023
20:32
პოლიტიკა
„გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
დიპლომატის თქმით, პოლიტიკოსები საზოგადოებამ აირჩია სამუშაოსთვის და არა პარლამენტის გარეთ ყოფნისთვის.
„გულდასაწყვეტია მორიგ ჯერზე პარლამენტის ბოიკოტის ნახვა და მისი გამოყენება იმისთვის, რომ დეპუტატებს არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთი სამუშაო შეასრულონ. ისინი აირჩიეს არა პარლამენტის გარეთ ყოფნისთვის, არამედ მუშაობისთვის, ხალხის ინტერესების წარმოდგენისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება რთული სამუშაო, არ იქნება უთანხმოებები და კამათი, ეს ყველა პარლამენტში ასეა.
მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების მიერ არჩეულმა დეპუტატებმა გამოიყენონ პარლამენტი და საპარლამენტო ინსტრუმენტები, როგორიცაა საგამოძიებო კომისია, რათა შეასრულონ თავიანთი სამუშაო, ხალხის სახელით პასუხი მოსთხოვონ ჩინოვნიკებს, გამჭვირვალედ აჩვენონ ქართველ ხალხს, რა ხდება სხვადასხვა ინსტიტუტში, მათ შორის მართლმსაჯულებაში. ეს არ არის დახურული ინსტიტუტები, ჯანსაღი დემოკრატია გამჭვირვალე და ღიაა. ამას იმსახურებს ქართველი ხალხი“, - აღნიშნავს კელი დეგნანი.
0
0