-share.jpg)
“p.s. იმედია იმასაც მიხვდა, რომ მართალი ვიყავი, როცა ვენებს ვიჭრიდი, რომ მიშა თვითდესტრუქციის სპირალშია და საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.” - ასე ეხმაურება, “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ განცხადებას:
"გვარამიამ წერილი მოიწერა, “მისნაირობაში ივანიშვილს ვერ მოვუგებთო”.
ალილუია! მართალია!
ციხიდან ისეთებს მწერდა ზოგიერთი, მეგონა ედმუნდ ბერკებად და ალექსის ტოკვილებად გამოვიდოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა - მათ ვერაფერი ისწავლეს და ვერაფერი დაივიწყეს.
თუმცა, მაინც მინდა იმედი მქონდეს, რომ გაიაზრა რას ვერჩოდი 🙂
იმედია მიხვდა, რომ “წითელი დედოფლის რბოლაში” გაფლანგა ძალიან ძვირფასი დრო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის.
იმედია მიხვდა, რომ გუბაზის, ელისო კილაძის, თაკო ჩარკვიანის სიმყრალით ივანიშვილი არ მარცხდება - თვითონ უფრო
მყრალია.
მიხვდა, რომ ”ივანიშვილმა პატრიარქს აგინა” და სალომემ “ნათელმირონობა დაარღვია” კომპრომატად არ გამოგვადგება.
იმედია იმასაც მიხვდა, რომ მედია შანტაჟი და თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა - ოპოზიციის გამარჯვების გზა არაა, ოპოზიციის მარცხის გზაა და ლუზერად დარჩება ოპოზიცია იქამდე, სანამ პოლიტიკურ დისკუსიას მედია შანტაჟი განსაზღვრავს.
იმედია იმასაც მიხვდა, რომ მესიები არ არსებობენ და ხალხი ბრიყვი არაა, რომ მათი არსებობა ტელევიზიით დააჯერო.
p.s. იმედია იმასაც მიხვდა, რომ მართალი ვიყავი, როცა ვენებს ვიჭრიდი, რომ მიშა თვითდესტრუქციის სპირალშია და საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026