
გუბაზ სანიკიძე რას იტყვის, უინტერესოა, რადგან საქართველოში ჩამოწერილი პოლიტიკოსების ადგილი არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კომპრომისს აპირებს ხელისუფლებასთან და „უკანა კარიდან ღამღამობით“ ბიძინა ივანიშვილთან დადის.
„ოპოზიცია ყოვლად უუნაროა, რადიკალებს არანაირი შანსი არ აქვთ, საკუთარი მრუდე დღის წესრიგი განახორციელონ. გუბაზ სანიკიძე რას იტყვის, უინტერესოა, რადგან საქართველოში ჩამოწერილი და ამორტიზებული პოლიტიკოსების ადგილი არ არის. პოლიტიკა პარლამენტში, საკრებულოებში კეთდება. როცა ამომრჩეველი გენდობა, მანდატს გაძლევს და მას უგულებელყოფ, რა თქმა უნდა, ეს დასასრულის წინაპირობაა. სხვისკენ თითების გაშვერას თავი დაანებონ და მიზეზები საკუთარ თავში ეძებონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
0
0