21/11/2024
15:38
პოლიტიკა
"საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, არ დაესწრონ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას.
ამასთან, ყოფილმა პრემიერმა მოუწოდა მხარდამჭერებს, 25 ნოემბერს, პირველი სხდომის პარალელურად, შეიკრიბონ პარლამენტის შენობასთან და საკუთარი ხმა გააგონონ "ქართულ ოცნებას".
„მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, პირველ რიგში, აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, მინდა გთხოვოთ, ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი და ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის შინაარსი და აზრი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის. მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები თქვენი სახელმწიფოების ხელმძღვანელები, ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, დამოუკიდებელი გამოძიება. ამ არგუმენტებიდან გამომდინარე მინდა გთხოვოთ, არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეები ნება არ იყოს მოპარული შემდგომ არჩევნებზე და დავიცვათ საერთოდ შემდგომი არჩევნების შინაარსი და აზრი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება არჩევნებით და მშვიდობიანად ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, შეცვალონ ხელისუფლება“, - თქვა გიორგი გახარიამ.
0
0