
პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ დიქტატურის ოფიციალურად გამოცხადებაა, მათ შორის აკადემიური თვალსაზრისით. ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ კობახიძემ და მისმა რეჟიმმა დიქტატურა ღიად დაგვიანონსა, შესაბამისად ყველას უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია, რადგანაც უკვე დიქტატურაში ცხოვრობენ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ამ აბსურდის ნაწილი „ლელოც“ გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ საერთო არ ჰქონია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან თუ რამე კითხვა აქვთ, წაუყენონ ბრალი, როგორც ერთხელ სცადეს გაიფაფხურეს და ამ სასამართლოთიც კი ტოტალურად წააგეს. წულუკიანს რომ რაღაც დაესიზმრა, ბოდვა ღამით, ამის გამო უნდა აკრძალოს ვინმე? თუ რამე პრობლემა აქვთ მისცენ პასუხისგებაში. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ვიბრძოლებთ ბოლომდე. შემდგომ პერიოდში რა ფორმის იქნება ჩვენი ბრძოლა, დამოკიდებული იქნება სამართლებრივ შინაარსსა და სივრცეებზე, რასაც რეჟიმი ტოვებს პოლიტიკის კეთებისთვის. ეს სივრცე ყოველდღიურად მცირდება, ამიტომ ყველა ქართველს მოვუწოდებ, გამოვიდეს რეჟიმის წინააღმდეგ, ვიდრე ჯერ კიდევ აქვს ამის შანსი, თორემ ხვალ უკვე შანსი აღარ ექნება და ძალიან მალე ოფიციალურად ვიცხოვრებთ დიქტატურაში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
0
0
საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება
16/10/2025