
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს არჩევნების მნიშვნელობის დაკნინება და ხელისუფლების დასასუსტებლად ყველა პოლიტიკური ბერკეტი გამოიყენოს.
როგორც გეგელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი მცდარად მოუწოდებდა პარტიებს ბოიკოტისკენ და არჩევნებში მონაწილეობას „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებდა, რაც რეალურად ხელისუფლებას აძლიერებდა.
კითხვაზე, თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება ან 2028 წლის არჩევნებზე ოპოზიციას რა გეგმა აქვს, რომ მადიარის წარმატება გაიმეოროს, გეგელია პასუხობს, რომ ოპოზიციამ მომავალში „ჭკუა უნდა ისწავლოს“.
„ოპოზიციამ, პირველ რიგში უნდა შეწყვიტოს იმის ძახილი, რომ არჩევნებით არაფერი შეიცვლება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის საყვარელი სლოგანი. ის, რომ დღეს ვსხედვართ ქალაქში, რომელსაც 20%-იანი „ქოცი“ მართავს, ეს არის, მათ შორის საქართველოს დემოკრატიული ძალების ბრალი. ამაზე საუბარს ვერ შევწყვეტ. კიდევ რაღაც უნდა გასწავლონ და მიგითითონ, ბოდიში, მაგრამ ეს არ „მოსულა“.
"მომავალში ჭკუა უნდა ვისწავლოთ. ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. „უნგრეთის წყალი გადაგვესხასო“ამბობენ , ტვინი გადაგვესხას. "- თქვა გეგელიამ.
0
1