
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწყებულია 12 პრო-პალესტინელი აქტივისტის დეპორტაცია, მათ შორისაა შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომლის ღაზასკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების გემი Madleen-ი ისრაელის ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს.
,,ტუნბერგი, დეპორტაციაზე დათანხმების შემდეგ, სამშაბათს დილით, თელ-ავივიდან საფრანგეთში გაფრინდა. ექვსი ფრანგი აქტივისტიდან ხუთმა უარი თქვა დეპორტაციის ბრძანების ხელმოწერაზე და მათ ისრაელის სასამართლო ორგანოს წინაშე წარდგენა მოუწევთ. ისინი, ვინც უარს იტყვიან დეპორტაციის დოკუმენტებზე ხელის მოწერასა და ისრაელის დატოვებაზე, ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო ორგანოს წინაშე წარდგებიან მათი დეპორტაციის ნებართვის მისაღებად.
გრეტა ტუნბერგი ისრაელიდან შვედეთში (საფრანგეთის გავლით) გაფრინდა და გამოაქვეყნა ფოტო, რომლშიც ჩანს, რომ ის თვითმფრინავში ზის. მიუხედავად იმისა, რომ გრეტა და სხვები ცდილობდნენ მედიაპროვოკაციის მოწყობას [რომლის ერთადერთი მიზანი საჯარო დემონსტრაცია იყო] და მიწოდებული დახმარება მოიცავდა ერთ სატვირთო მანქანაზე ნაკლებს - ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისრაელიდან ღაზაში 1200-ზე მეტი დახმარების სატვირთო მანქანა შევიდა. გარდა ამისა, ღაზას ჰუმანიტარულმა ფონდმა ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობას $11 მილიონის ღირებულების საკვები დაურიგა“, - ნათქვამია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საფრანგეთის 6 მოქალაქეს შორის არიან ევროპარლამენტარი რიმა ჰასანი და Al Jazeera-ს ჟურნალისტი ომარ ფაიადი. Madleen-ის ბორტზე საფრანგეთისა და შვედეთის გარდა, ბრაზილიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და თურქეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. გემს ბავშვის საკვები და მედიკამენტები გადაჰქონდა. Madleen-ი იტალიიდან 1 ივნისს გავიდა, რათა ღაზაში შიმშილის შესახებ ცნობიერება გაეზარდა და მოსახლეობისთვის დახმარება მიეწოდებინა. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას ბლოკადა აუცილებელია, რათა იარაღი ,,ჰამასის’’ მებრძოლების ხელში არ ჩავარდეს.
0
0
2025 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია
11/06/2025