
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადადგომის შესახებ რესპუბლიკელ ლინდსი გრემის მოწოდებას გამოეხმაურა.
„გრემი ძალიან კორექტული ადამიანია და თუ იტყვის, ვინ უნდა იყოს უკრაინის პრეზიდენტი და ვინ უნდა გადადგეს, შემიძლია მას მოქალაქეობა მივცე, შემდეგ მისი ხმა ,,წონიანი’’ გახდება და მე, როგორც უკრაინის მოქალაქე, მოვუსმენ მას იმაზე, თუ ვინ უნდა გახდეს პრეზიდენტი“, - თქვა ზელენსკიმ.
სენატორი ლინდსი გრემი კიევის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო, რომელიც ცდილობდა გაეუმჯობესებინა ურთიერთობები უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მინერალური რესურსების შესახებ გარიგების შემუშავებაში მონაწილეობით. თეთრ სახლში მომხდარი სკანდალის შემდეგ კი, რესპუბლიკელმა აღიარა, რომ ის უკიდურესად გაღიზიანებულია დიალოგის წარმოების ყველა მცდელობის ჩავარდნით და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა.
0
0