14/08/2023
10:08
მსოფლიო
აშშ-ის არიზონას შტატში, გრანდ კანიონში 13 წლის ბიჭი, თითქმის 100 ფუტის (30 მ.-ის) სიმაღლიდან გადავარდა და გადარჩა. ამის შესახებ BBC წერს.
სამაშველო ეკიპაჟებს ორი საათი დასჭირდათ უაიტ კაუფმანის უსაფრთხოდ გამოყვანისთვის. ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამაშველო ღონისძიებაში ათობით სასწრაფო დახმარების მუშაკი იყო ჩართული. რთული რელიეფის გამო ვერტმფრენით მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. მაშველებს გრანდ კანიონის ეროვნული პარკის თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ.
ბიჭის დაზიანებებს შორის იყო ცხრა ხერხემლის მოტეხილობა, გახეთქილი ელენთა, მოტეხილი ხელი და ფილტვების დაზიანება, თუმცა ამ დროისთვის ის უკვე გაწერილია საავადმყოფოდან.
ცნობისთვის, გრანდ კანიონი მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კანიონია. რომელიც კოლორადოს პლატოზე, აშშ-ის არიზონის შტატში მდებარეობს. კანიონის სიღრმე 1 800 მეტრს შეადგენს. 1979 წლიდან ეს კანიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის.
0
0