21/12/2021
13:04
პოლიტიკა
„საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მადლობა დამაბარა იმ ადამიანებთან, რომლებმაც გუშინ სამხედრო ჰოსპიტალთან მას მიულოცეს დაბადების დღე, ასევე იმ ადამიანებთან, ვინც სხვადასხვა ფორმით ულოცავენ მას და დღეს რუსთაველზე შეიკრიბებიან საპროტესტო აქციაზე.
რაც შეეხება მის მდგომარეობას, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, არ გვაქვს სახარბიელო სიტუაცია, რადგან იგი სტაბილურად იკლებს წონას და მიდის იმ წონამდე, რომელზეც იყო შიმშილობის დასრულების პერიოდში. გარდა ამისა, მას აქვს ნერვოლოგიური პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს მათ შორის ორიენტაციის, გადაადგილების უნარზე და ცხადია, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ კვლავ გასაკეთებელია. იგი საჭიროებს იმ მკურნალობის კურსს, რომელიც ამ ჰოსპიტალში არ უტარდება.
ასევე მიხეილ სააკაშვილმა მადლობა დამაბარა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პერსონალისთვის, რომლებმაც მას დაბადების დღისთვის სპეციალური ტორტი მოუმზადეს“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
0
0