-share.jpg)
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ 3 ტენდერი გამოაცხადა.
მიმდინარე შესყიდვების მიხედვით იგეგმება:
იაკობ ჯუღაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და საგზაო მონიშვნები.
ქუჩის სიგრძე 450 მეტრია.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 589 710 ლარს შეადგენს.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=458267&lang=ge
ანტონოვის ქუჩის რეაბილიტაცია;
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.
ქუჩის სიგრძე 380 მეტრია.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 440 280 ლარს შეადგენს.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=457517&lang=ge
ტინისხიდში სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ნაწილობრივ მჭიდროდ დასახლებულ უბანს გაივლის.
მისი სიგრძე 680 მეტრია.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
დიდ გორიჯვარში შიდა გზის რეაბილიტაცია;
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 332 მეტრია.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 225 მეტრია.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, რომელის მიზანიც ტინისხიდში, დიდ გორიჯვარსა და სადგურის დასახლებაში გზების რეაბილიტაციაა, 1 015 510 ლარია.
შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=457350&lang=ge
0
0
14 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, იპოვეს
14/03/2025