
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პროექტი იწყება.
მერიასთან თანამშრომლობით, ასოციაცია ,,ჰერა XXI" პროექტ ,,ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების უნარ-ჩვევების შესახებ საინფორმაციო სესიების ჩატარებას გეგმავს.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 -დან 24 წლამდე ახალგაზრდებს. სესიები ჩატარდება გორში, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით. მსურველებმა 25 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეავსონ აპლიკაცია - https://docs.google.com/.../1FAIpQLSdxhx6N.../viewform
პროექტის მიზანია, ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური, საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ცნობიერების ამაღლება. დეტალური
ინფორმაციისთვის დარეკეთ: 598 20 70 78;
0
0