
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.
გამოკითხვაზე იმყოფება თავდამსხმელის შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა.
მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ქალია.
ადგილობრივები მომხდარის შესახებ აქტიურად საუბრობენ და შემზარავ ისტორიებს იხსენებენ.
„დაჭრილები არიან მაღაზიის თანამშრომლები. ბიჭს მუცელი აქვს გამოფატრული, გოგოს თვალში აქვს მოხვედრილი ტყვია, დამლაგებელი ფეხშია [დაჭრილი], გადაეფარა პოლიციელი და ის კიდე მოკლეს, ამ დროს დაიღუპა, რომ გადაეფარა იმ დამლაგებელს. სროლების ხმა იყო, კაკანებდა ავტომატებიო. სასწრაფო შემოსულა და სასწრაფოც არ შეუშვიათ. სასწრაფოსაც ესროლა",- ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. რაც შეეხება, თავდამსხმელს, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე მან თავი მოიკლა.
0
0