08/05/2023
23:39
სამართალი
პედოფილიის შესაძლო უმძიმესი დანაშაული – მსხვერპლი 14 წლის გოგოა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა შვილზე, რვა წლის ასაკიდან სექსუალურად ძალადობდა.
თვითმკვლელობის გადაწყვეტილებაც არასრულწლოვანმა, სწორედ მშობლის მხრიდან მუდმივი ზეწოლის გამო მიიღო.
სოფლის რწმუნებულის ცნობით, დანაშაულის შესახებ მოზარდის ბაბუამ უამბო და სამართალდამცველებთან დარეკვა სთხოვა.
ბაბუა პოლიციამ უკვე გამოკითხა, მამაკაცმა ჟურნალისტების კითხვებს თავი აარიდა და მხოლოდ ის თქვა, რომ შვილიშვილი ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
გაირკვა, რომ სექსუალური ძალადობის გამო, მოზარდი ბოლო პერიოდში სკოლაში სიარულზე უარს ამბობდა. ერიდებოდა თანატოლებთან ურთიერთობასაც.
სახლში სადაც მოზარდი ცხოვრობს, ახლა არავინაა. ბოლო ერთი კვირაა, სოფელში არავის უნახავს სავარაუდო მოძალადე მამაც.
მოზარდთან ფსიქოლოგები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები უკვე მუშაობენ. არასრულწლოვანი მშობლებთან და მცირეწლოვან და-ძმასთან ერთად ცხოვრობს.
არსებული ინფორმაციით, მსხვერპლიც და მოძალადეც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები არიან.
წყარო: “რუსთავი2”
0
0