08/05/2023
09:15
სამართალი
გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კახაბერ კამლაძის ადვოკატი დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
დაცვის მხარემ შუამდგომლობა 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დააყენა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.
შეგახსენებთ, 4 აპრილს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ორი დაჭრეს. დაცვის პოლიციის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორ კახაბერ კამლაძეს თავდაპირველად განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი გადაკვალიფიცირდა. მას ახლა პროკურატურა დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას ედავება.
0
0