04/05/2023
21:54
სამართალი
სროლა თბილისის ცენტრში - გოგებაშვილის ქუჩაზე ორმხრივი სროლის შედეგად დღეს, 1 ადამიანი დაიღუპა და 2 კი დაიჭრა. ერთ-ერთი დაჭრილი შემთხვევითი გამვლელია, რომელიც იქვე მდებარე მარკეტიდან გამოდიოდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის.
არსებული ინფორმაციით, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილზე თავდამსხმელი 40 წლამდე საბა გახოკიაა, რომლის განეიტრალებაც მარგველაშვილის დაცვამ შეძლო.
თავად მარგველაშვილი დაჭრილია და კლინიკაშია გადაყვანილი.
მომხდარის სავარაუდო მოტივი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა მარგველაშვილსა და გახოკიას შორის.
ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულიხსმობს.
შემთხვევა კაფე "ლა ვერასთან" მოხდა და გარჩევაში დაახლოებით 15 პირი მონაწილეობდა. თვითმხილველების ცნობით, 10-მდე სროლის ხმა გაიგეს.
გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.
0
0