04/05/2023
21:38
სამართალი
თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია.
გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.
შეიარაღებულ თავდამსხმელს ახალგაზრდა მამაკაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. ვრცელდება თავდამსხმელის ვინაობაც, გვარად სახოკია.
თავდამსხმელმა სამიზნეს ცეცხლი ერთ-ერთ კაფესთან გაუხსნა.
არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომელზეც თავდასხმა სცადეს, დაჭრილია და გადაყვანილია კლინიკაში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ორმხრივ სროლას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა.
თვითმხილველების ცნობით, ათამდე სროლის ხმა გაიგეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის, დანაშაულში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
0
0