04/09/2024
23:09
პოლიტიკა
გლდანში, სადაც საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე დააკავეს, IRI-ს წარმომადგენლები მივიდნენ.
IRI-ს წარმომადგენლები ადგილზე სიტუაციას გაეცნენ და თვითმხილველებს გაესაუბრნენ.
"ვაკვირდებით პროცესს, პროცესის მონაწილეები არ ვართ. ასე რომ, დავაკვირდებით რა ქმედებებს განახორციელებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამ ინციდენტთან დაკავშირებით და ასევე, რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ოფისსაც" , - აღნიშნეს მათ ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის საცხოვრებელ სახლთან დღეს ხმაური იყო. გავრცელდა ვიდეო-მასალა, სადაც ჩანან საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" და პოლიციელები.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.
“ინტერპრესნიუსი”
0
0
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
20/09/2024