02/11/2021
16:08
მსოფლიო
შეთანხმების მიხედვით, პლანეტის მასშტაბით მწვანე საფარის მასობრივი განადგურების წინააღმდეგ 14 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (19,2 მილიარდი აშშ დოლარი) გამოიყოფა. 1,1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი მოხმარდება მსოფლიოში სიდიდით მეორე - კონგოს აუზის ტროპიკული ტყის - დაცვას. დაფინანსების ნაწილი განვითარებადი ქვეყნების ტყეების აღსადგენად, ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად და მკვიდრი თემების მხარდასაჭერად დაიხარჯება.
მსოფლიოს 30-ზე მეტი უმსხვილესი კომპანია ტყეების გაჩეხვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ინვესტიციების ჩადების შეწყვეტაზე ვალდებულებას აიღებს.
ექსპერტები მიესალმნენ ამ ნაბიჯს, თუმცა აღნიშნეს, რომ 2014 წელს დადებულმა წინა შეთანხმებამ "ტყეების განადგურების ტემპი ვერ შეანელა" და საჭიროა ვალდებულებების შესრულება.
ამჟამად, ყოველ წუთში, დაახლოებით, 27 ფეხბურთის მოედნის ზომის ტყის ფართობი ნადგურდება. მეცნიერები შეშფოთებულნი არიან, რადგან, მათი თქმით, პლანეტა ძალიან მალე იმ წერტილს მიაღწევს, რომელიც მკვეთრ და არაპროგნოზირებად კლიმატურ ცვლილებას გამოიწვევს.
გლაზგოში კლიმატის ცვლილების კონფერენცია 1 ნოემბერს COP26 გაიხსნა.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025