02/11/2022
14:22
პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერზე, გიორგი ვაშაძეზე ამბობს, რომ ვაშაძე რაღაც გაურკვეველი თამაშით არის დაკავებული და გაუგებარია რა უნდა.
„გიორგი ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო. ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის, რატომ მიდის? ამ ყველაფერს ხალხი ხომ უყურებს და მათ შეაფასონ ასეთი სიმჩატე. ამდენი ხანი რომ იჯდა, თუ პარლამენტში რუსეთუმეობა ხდება და რუსეთის სამსახურში ვართ, თავად რას აკეთებდა? თვალები ახლა გაეხილა და რუსეთის დამქაშები ახლა ამოიცნო? ვაშაძე რაღაც გაუგებარი თამაშით არის დაკავებული და ვერ გავიგე, რა უნდა. ევროპა მინდაო და რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს. რაღაცით არის დაკავებული და არ ვიცი, რით“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია მზად არის, დატოვოს პარლამენტი.
0
0