07/03/2026
18:28

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხმობა შედგეს იმ ადამიანებთან, რომლებიც წელიწადზე მეტია, უწყვეტად იდგნენ და მონაწილეობას იღებდნენ პროტესტში, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მოქმედ ბოროტების მანქანა სიკეთის ძალით უნდა დამარცხდეს.
„ამ ხალხთან ბევრი საერთო გვაქვს, ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, გვინდა, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში უსამართლობა და აღდგეს სამართლიანობა. გვსურს, ხელი გავუწოდოთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს და იმ ბოროტების მანქანას, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, ერთიანი ძალებით დავუპირისპირდეთ. დავუპირისპირდეთ არა ბოროტებით, არამედ სიკეთით, რადგან ბოროტებას მხოლოდ სიკეთე ამარცხებს და ეს არის ჩვენი შინაგანი განწყობა. დღეს, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯია ამ ტიპის შეხვედრის, მოვისმენთ მოსაზრებებს, მოვისმენთ მათ პოზიციებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, თანხმობა შედგეს იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ამ შეხვედრაზე არიან; იმ ადამიანებთან, ვინც წელიწადზე მეტია, უწყვეტად იდგნენ და მონაწილეობას იღებდნენ იმ პროტესტში, რომლის საბოლოო მიზანიც არის ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი საქართველო“, – განაცხადა ვაშაძემ.
0
0