გიორგი ტყემალაძე: „ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მერიის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის შესახებ, არის ტყუილი და მიზნად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს“
03/02/2022
13:26
პოლიტიკა
A-
+A
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს.
გიორგი ტყემალაძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არანაირი ახალი შენობის აშენება თბილისის მერიის ადმინისტრაციისთვის არ იგეგმება. თბილისის მერიის დაკვეთით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შენობის პროექტირება, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე აშენდება, სადაც სასერვერო ინფრასტრუქტურა მოეწყობა და მერიაში შემავალი რამდენიმე მუნიციპალური სამსახური განთავსდება. შესაბამისად, ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს, არის ტყუილი და მიზნად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
0
0
313
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%