
ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძის თქმით, „ქართული ოცნების“ აბსურდული სარჩელით ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანაში ოპოზიცია საერთოდ გააქროს.
„მიმდინარე კვირაში განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოში სასამართლო პროცესები „ქართული ოცნების“ იმ აბსურდულ სარჩელზე, რომლითაც ივანიშვილი ცდილობს, ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია საერთოდ გააქროს, გააფორმოს დიქტატურა, რომლითაც ცდილობს „ქართული ოცნების“ ანტიეროვნული, ანტიდასავლური, პრორუსული პოლიტიკა კონსტიტუციურ ვალდებულებად გვიქციოს. ჩვენ ვაპირებთ, ნაწილ-ნაწილ დავშალოთ და „ქართულ ოცნებას“ ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ ისინი კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში, ანტიეროვნულ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში. იმ ისტორიულ დანაშაულში, რომელსაც ივანიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით განხორციელებას ცდილობს“, – განაცხადა სიორიძემ.
0
0