
ვერ წარმომიდგენია, 11 წელი მიუსაჯო ადამიანს, პარალელურად, საქმე აღძრა მისი მშობლების წინააღმდეგ და ეს ადამიანი თავისუფლებზე 50 000-ლარიანი მორიგებით გამოუშვა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
შარაშიძის შეფასებით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არაფორმალურად არის მიღებული.
„ავტოკრატიულ რეჟიმში ბრალის აღიარება იშვიათი გამონაკლისი არ არის. რა ავტოკრატიული რეჟიმიც გვაქვს, ის შედეგი დადგა. სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ამ შეთანხმების არავის სჯერა. არავის სჯერა, რომ ასე შეიძლებოდა ეღიარებინა ბრალი ბაჩიაშვილს. მილიარდებზე იყო საუბარი და პრეტენზიები. საპროცესო გარიგების თანახმად, 50 000 ლარი რომ გადაახდევინეს ბაჩიაშვილს, ყველაფერზე მეტყველებს, რამდენად სამართლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს შეთანხმება. სამწუხაროდ, ყველაფრის თავი და თავი ის ავტოკრატიული სისტემაა, რაც საქართველოშია. ვინც დაიჭირა, იმან გამოუშვა. გამოუშვა მაშინ, როცა ეს საჭიროდ ჩათვალა. ეს პრობლემის მთავარი არსია, თორემ ნებისმიერ შემთხვევაში, ბაჩიაშვილს თავისუფლებაზე ყოფნას ვულოცავთ. ამ ადამიანს საკმარისი უნარები აქვს, რომ გაცილებით მეტად გამოადგეს ქვეყანას თავისუფლებაზე, ვიდრე გამოკეტილი ოთხ კედელში. ვერ წარმომიდგენია, 11 წელი მიუსაჯო ადამიანს, პარალელურად, საქმე აღძრა მისი მშობლების წინააღმდეგ და ეს ადამიანი თავისუფლებზე 50 000-ლარიანი მორიგებით გამოუშვა. გასაგებია, რომ აქ საქმე ინსტიტუციურ სამართლებრივ გადაწყვეტილებასთან არ გვაქვს. როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილებაც ერთი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ არაფორმალურად არის მიღებული“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ბაჩიაშვილს სამ სისხლის სამართლის საქმეზე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.
0
0
ბრიტანეთში, ექს-პრინცი ენდრიუ დააკავეს
19/02/2026