გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა
18/06/2022
13:01
სამართალი
A-
+A
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 19 წლის ფეხბურთელი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა.
მისი ძებნა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა მეორე დღეს, გამთენიას დაიწყეს. ოჯახმა შაქარაშვილის გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დილის 11:00 საათისთვის მიმართა.
ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დააკავეს კონფლიქტის მონაწილე ახალგაზრდები.
რამდენიმეთვიანი გამოძიებისა და სასამართლო პროცესების შემდეგ, ორ არასრულწლოვანს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო სამ სრულწლოვან ბრალდებულს - 16-16 წლიანი პატიმრობა.
0
0
363
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%