
ძალიან ვნანობ, რომ ეს შეცდომა მოხდა, ეს არ იყო გამიზნული და შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოსვლოდა , - ამის შესახებ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, გიორგი რამიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ბრალდებულის თქმით, ეს უნებლიე შემთხვევა იყო და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.
“მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოსვლოდა, რომ მცოდნოდა, არც წამოვიღებდი ჩემოდანს. ვერ შევამჩნიე, პატარა იარაღია. ეს იყო შეცდომა და პირიქით, ვითანამშრომლე გამოძიებასთან.
ამით არ ვამაყობ, მაგრამ ასეთი სახის შეცდომები არ შეიძლება გაყვანილი იყოს იმ რანგში, რომ ეს არის იარაღის ტარება და უნდა დაისაჯოს 4-დან 7 წლამდე. ძალიან ვნანობ, ძალიან ცუდი ფაქტია და ეს იქნება ჩემთვის დიდი მაგალითი მომავალში”, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. რამიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
0
0