
ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებზე ისაუბრა. როგორც კანადარიშვილმა აღნიშნა, ყველა დამვკრვებელი ღფრთოვანებას ვერ მალავდა პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
„ქვეყანაში იმყოფებოდა 28 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, აქედან 2 იყო საელჩო, 2 საერთაშორისო ორგანიზაცია, იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ცესკოს წარმომადგენლები, მათ შორის, ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში იყო სხვადასხვა ევროპარლამენტარი, სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომელთა შეფასებებსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებდით და შეიძლება ითქვას, რომ ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ პროცესის გამჭვირვალობასთან მიმართებაში, კარგად ორგანიზებასა და ადმინისტრირებასთან მიმართებაში“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
მან შიდა დამკვირვებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 27 ადგილობრივი ორგანიზაციის თითქმის ათასი დამკვირვებელი ახორციელებდა პროცესის დაკვირვებას.
„მოლდოვის არჩევნებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა 103 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდებოდა და თუ რაოდენობრივი კუთხით შევხედავთ, მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მნიშვნელოვანია, რომ 27-ვე ორგანიზაცია კანონის სრული დაცვით არის რეგისტრირებული და ჩვენ არ ვიკვლევთ იმას, ვინ როგორი გავლენებით სარგებლობს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
0
0