
იქ ვიყავი და რასაც ვაკეთებდი, იმას ვაკეთებდი. კარგად თუ დააკვირდებით, მე იქ ბევრი ხალხი გადავარჩინე, - განაცხადა სასამართლოს პროცესის დაწყებამდე, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულმა, პედიატრმა გიორგი ჩახუნაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი ჩახუნაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლესთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა: „კადრებში ჩანს, რომ ხელს ვიქნევ - ეგ მხოლოდ სამედიცინო ქმედებები იყო, მეტი არაფერი“.
ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე, 15 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის ვიდეო მტკიცებულებებს იკვლევენ და მოწმე ექსპერტები დაკითხეს.
მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობა. 15 ბრალდებულიდან 3 გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.
0
0