
ლევან ხაბეიშვილის იზოლაცია იყო მოსალოდნელი, რადგან ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის და ქართველი ხალხის ძალის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, „ქართველი ხალხი აუცილებლად გამოუტანს განაჩენს რუსულ რეჟიმს“.
„ჩვენ მთელი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ლევანს დააკავებდნენ, ვხედავდით ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ღლიცინს, თითქოს ლევანს არაფერი შეუძლია, არაფერი შეუძლია ოპერაციას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათ ძალიან დიდი შიში აქვთ ამ ყველაფრის და ძალიან ეშინიათ 4 ოქტომბრის. მოსალოდნელიც იყო, ნამდვილად არ იყო მოულოდნელი, რომ ლევან ხაბეიშვილს აუკრძალავდნენ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან, რადგან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და ხედავდნენ ადამიანები, როგორი აქტიური, როგორი თავდადებული იყო. დარწმუნებული ვარ, ვიდრე ის გათავისუფლდება, ციხის კედლებიდანაც ასე გააგრძელებს.
რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას, ანუ წერილებს მისწერს გდდ-ს თანამშრომლებს, თუ რანაირად შეიძლება მოწმეებზე ზემოქმედება? მოწმეები არიან გდდ-ს სამი თანამშრომელი, რომლებმაც მოიგონეს რაღაც აბსურდული, თითქოს მათ შეურაცხმყოფლად მიიღეს ის ყველაფერი, რაზეც ლევანი საუბრობდა. მათი მხრიდან ეს არის აბსურდული, მაგრამ ერთი მხრივ გამიზნული, რადგან ეშინიათ 4 ოქტომბრის, ეშინიათ ლევან ხაბეიშვილის და რაც მთავარია, ეშინიათ ქართველი ხალხის, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოუტანს განაჩენს რუსულ რეჟიმს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
0
0