
"გილოცავ... საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ყოველთვის დაგიჭერ მხარს უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს ხელნაწერ წერილში წერს"
“გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ მე შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს,” - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ეს წერილი სოციალურ ქსელში ხაბეიშვილმა გაავრცელა.
"ტყვეობასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, მესამე პრეზიდენტის წერილი ...
მადლობა პრეზიდენტს, მხარდაჭერისთვისა და კეთილგანწყობისთვის მზად ვარ მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის", წერს ხაბეიშვილი და სააკაშვილის წერილს აქვეყნებს.
0
0