29/01/2022
14:16
პოლიტიკა
როგორც გიგი წერეთელმა ბრიფინგზე აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ მიერ ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გავრცელებული ეს განცხადება ამ ქვეყნის პროპაგანდის ნათელი მაგალითია.
„ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის, სტრატეგიის, რომ სხვას უნდა აბრალო და რუსეთი არასდროს არაფერშია დამნაშავე. ასე ცდილობენ, გარკვეული პროპაგანდისტული უპირატესობა მოიპოვონ. არც კი ვიცი, რა ვუწოდო, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისა, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის არღვევს ყველა საერთაშორისო დოკუმენტს – ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობას, ჰელსინკის პრინციპებს თუ სხვა, ახლა საუბრობს, რომ ყოფილი სამინისტროს შენობაში თურმე შუქი ჩაქრა. ჯერ ერთი, ჩვენ არც გვინახავს, შუქი ჩაქრა თუ არა; მეორეც, ძალიან ადვილად ჩააქრობდნენ თავად და ამას გამოიყენებდნენ საპასუხოდ. უბრალოდ, ეს ანახებს სახეს დღევანდელი რუსული ხელისუფლების პოლიტიკის და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – ეს განცხადებაა ის არის, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობისა და აბსოლუტურად მიუღებელი სიჩუმის ფონზე, საზოგადოებრივი პროტესტი, სწორი პოლიტიკური პოზიციონირება, ის რაც „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა ძალიან საინტერესო პერფორმანსით, არის სწორი, მართალი, საჭირო პოზიცია და ეს რეაქცია რუსეთის მხრიდან ამაზე მიუთითებს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
0
0